Sunday, 29 May 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ და ვიმუშავეთ საშინაო დავალების კითხვებზე.დღეს იმედი მომეცა,ოპტიმისტურად განვეწყვე.მიხარია.ვისწავლეთ დავალებების განთავსება google-drive-ში.მივიღეთ დავალება.დიდი მადლობა.
Saturday, 14 May 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მეორე მოდულის მეორე საკითხზე: ვისწავლეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. საინტერესო იყო. მივიღეთ დავალება. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს.
მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. საინტერესო იყო. მივიღეთ დავალება. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
-ზოგადი კითხვა :
როგორ დამეხმარება მათემატიკა ფაქტების შეფასების პროცესში?
-თემატური კითხვები :
რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკური მეთოდების გამოყენება სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების პროცესში?
-შინაარსობრივი კითხვები :
როგორ დამეხმარება მათემატიკა ფაქტების შეფასების პროცესში?
-თემატური კითხვები :
რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკური მეთოდების გამოყენება სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების პროცესში?
-შინაარსობრივი კითხვები :
- მონაცემთა შეგროვების რა მეთოდებს იცნობთ?
- მათემატიკური სტატისტიკის რა მეთოდებს ვიყენებთ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას?
- მონაცემთა თვალსაჩინო გამოსახვას რა მეთოდებით ახდენთ?
Thursday, 12 May 2016
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ :
- მოიძიონ ინფორმაცია ადგილობრივი ღვინის კომპანიებისგან , თუ რამდენ ტონა მოსავალს იღებენ საკუთარი ვენახებიდან და რამდენს კერძო პირებისგან.
- შეადარონ, იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი, თუ რომელი ვარიანტია უფრო მომგებიანი.
- მოამზადონ პრეზენტაცია მიზნობრივი ჯგუფებისათვის.
პროექტის იდეა
დავეხმაროთ ადგილობრივ მეღვინეებს
ღვთით კურთხეულ საქართველოში ვაზმა და ღვინომ ოდითგან მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრების წესი, ქართული კულტურა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების ეროვნული ტრადიციები. ვაზი და ღვინო ქართველთა სულიერი თავისუფლებისა და ეროვნული მისწრაფებების უმთავრესი საწყისი იყო, არის და იქნება მომავალშიც.
კახეთში მევენახეობისათვის ხელსაყრელი პირობებია, აქ მოყვანილი პროდუქტი საქართველოს სხვა რეგიონებში მოყვანილ პროდუქციასთან კონკურენტუნარიანია.
შესაბამისად, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე, გააანალიზებენ და ორგანიზებას გაუკეთებენ, შეაფასებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ადგილობრივი ბიზნესის შესახებ.
.
Subscribe to:
Posts (Atom)