Thursday, 9 June 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

              დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე.შევაჯამეთ ტრენინგის განმავლობაში განხილული მასალა.მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პროექტის პრეზენტაცია.გამოვთქვით ჩვენი აზრი თითოეულის შესახებ,მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
            დასრულდა ჩვენი ტრენინგი.სიამოვნებით მოვისმენდი კიდევ ჩვენი მწვრთნელის სხვა ტრენინგებს.   დიდი მადლობა.  ნახვამდის.

Monday, 6 June 2016

                              მერვე დღის რეფლექსია
      მივიღეთ რეკომენდაციები როგორ უნდა გაიწეროს სასწავლო პროცედურები , ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის ჩამატება , ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.მივიღეთ დავალება ; მოვაწესრიგოთ პორთფოლიო ,დავასრულოთ პროექტის გეგმის შაბლონი .დიდი მადლობა .

Sunday, 29 May 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ და ვიმუშავეთ საშინაო დავალების კითხვებზე.დღეს იმედი მომეცა,ოპტიმისტურად განვეწყვე.მიხარია.ვისწავლეთ დავალებების განთავსება google-drive-ში.მივიღეთ დავალება.დიდი მადლობა.

Saturday, 14 May 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ მეორე მოდულის მეორე საკითხზე: ვისწავლეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვების  დასმა. საინტერესო იყო. მივიღეთ დავალება. დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

         -ზოგადი კითხვა :

    როგორ დამეხმარება მათემატიკა ფაქტების შეფასების პროცესში?

       -თემატური კითხვები :

    რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკური მეთოდების გამოყენება სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების პროცესში?

      -შინაარსობრივი კითხვები :

  • მონაცემთა შეგროვების რა მეთოდებს იცნობთ?
  • მათემატიკური სტატისტიკის რა მეთოდებს ვიყენებთ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას?
  • მონაცემთა თვალსაჩინო გამოსახვას რა მეთოდებით ახდენთ?



Thursday, 12 May 2016

მესამე დღის რეფლექსია

სასწავლო მიზნები

                   მოსწავლეები  შეძლებენ :

  •  მოიძიონ ინფორმაცია ადგილობრივი ღვინის კომპანიებისგან , თუ რამდენ ტონა მოსავალს იღებენ საკუთარი ვენახებიდან და რამდენს კერძო პირებისგან. 
  • შეადარონ, იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი, თუ რომელი ვარიანტია უფრო მომგებიანი.
  • მოამზადონ პრეზენტაცია მიზნობრივი  ჯგუფებისათვის.


პროექტის იდეა

                                       დავეხმაროთ ადგილობრივ მეღვინეებს                                 

          ღვთით კურთხეულ საქართველოში ვაზმა და ღვინომ ოდითგან მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრების წესი, ქართული კულტურა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების ეროვნული ტრადიციები. ვაზი და ღვინო ქართველთა სულიერი თავისუფლებისა და ეროვნული მისწრაფებების უმთავრესი საწყისი იყო, არის და იქნება მომავალშიც.
           
          კახეთში მევენახეობისათვის ხელსაყრელი პირობებია, აქ მოყვანილი პროდუქტი საქართველოს სხვა რეგიონებში მოყვანილ პროდუქციასთან კონკურენტუნარიანია.

          შესაბამისად, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე, გააანალიზებენ და ორგანიზებას გაუკეთებენ, შეაფასებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ადგილობრივი ბიზნესის შესახებ. 
.